ისინი დაბლები არიან, მაგრამ სისასტიკით მათ არც ერთი დედამიწაზე არსებული არსება ვერ შეედრება - ეს კბილოსნები არიან! ბეწვიანები დაუნდობელი მხეცები კოსმოსიდან ჩამოფრინდნენ, იმისათვის, რომ ადამიანთა ცივილიზაცია გაანადგურონ. და დაიწყეს კანზასიში სოფლის ფერმიდან, სადაც გადაჭამეს ყველაფერი, რაც კი პირში მოხვდათ, რა თქმა უნდა ადამიანების ჩათვლით. საბედნიეროდ კოსმოსში მამაცი გმირები არსებობენ, რომლებიც საშველად მოდიან შეშინებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. მხოლოდ ძალების გაერთიანება და სწორად არჩეული სტრატეგია დაეხმარებიან დაუპატიჟებელი სტუმრების დამარცხებაში.

მკვლევართა გუნდი იდუმალი ამაზონის ჯუნგლების გულში დაკარგული ინდიელების ტომების საძიებლად მიემართება. დიდი მდინარის პეიზაჟებით ტკბობისას მათ არ იციან, რომ მათი მეგზური გიგანტური გველის დაჭერის იდეით შეპყრობილი გიჟი მონადირეა. არავის სჯერა მისტიური მტაცებლის ზღაპრების შესახებ, სანამ პირველი მსხვერპლი არ გამოჩნდება და მათი მოგზაურობა გადარჩენისთვის ბრძოლაში გადაიქცევა. ანაკონდა არ ელოდება მონადირეებს, ის თავად მონადირეა.