მფრინავი ჯეი კოკრენი მექსიკაში უფროს მეგობართან – პოლიტიკოს, ბიზნესმენ და მაფიოზ ტიბურონ მენდესთან ჩადის სტუმრად. მოხუცი ტიბურონის მომხიბვლელი ახალგაზრდა ცოლი კოკრენს გულგრილს ვერ ტოვებს. ახალგაზრდები თავს უფლებას აძლევენ ვნებას მიეცენ, მაგრამ მაფიოზის გაცურება არც ისე ადვილია. შეურაცხყოფილი ტიბურონი საყვარელ ცოლზე და საუკეთესო მეგობარზე სასტიკად იძიებს შურს.
ყოფილი სამხედროების სპეციალური ქვედანაყოფი ტაოს გენოციდის ჩასატარებლად მიჰყავს. მათი მიზანია ვამპირების განადგურება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან კაცობრიობას. პოსტაპოკალიფსურ პლანეტაზე სისხლისმსმელი არსებები ბინადრობენ, რომელთაც ჯანმრთელი ადამიანების ჯგუფი საავადმყოფოში ჰყავთ დატყვევებული. ტაო – მათი უკანასკნელი იმედია და მან იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი – ბრძოლაა. დადგა გადამწყვეტი შერკინების დრო. დასაკარგი აღარაფერია...