ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.

ფილმი "ბინა" ეკრანებზე მალევე გამოვიდა იმ წარმატების შემდეგ,რაც რეჟისორ ბილი უაილდერის ფილმს "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან", ხვდა წილად. ის წლის ყველაზე წარმატებულ ფილმად აღიარეს. ეს ტრივიალური კომედია, ამერიკული ცხოვრების სტილის უხეში კრიტიკაა. ბად ბაქსტერი ნიუ -იორკის მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რიგითი, მორცხვი აგენტია, რომელიც კარიერაში წინ წასაწევად თავის უფროსს ბინის გასაღებსაც კი ანდობს, ქალებთან გართობის მიზნით. მას თავადაც ხშირად უწევს ამ შემთხვევით სტუმრებთან შეხვედრა და ერთ ღამესაც იგი გადაუჭრელ პრობლემას წაააწყდება.

მძარცველი დენი ოუშენის და მისი მეგობრების მიერ ლას ვეგასის კაზინოს გაძარცვვის ისტორია.