შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი. სიყვარულია.

ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან,სახელად მარლი.

მშობლიურ პარიზში შეწუხებული ახალგაზრდა ქსავიე მიდის საოცარ და არაპროგნოზირებად ბარსელონაში, სადაც იკრიბებიან სტუდენტები მთელი ევროპიდან. ხმაურიან იტალიელთან, საქმიან ინგლისელთან, ზედმიწევნით გერმანელთან, ცეცხლმოკიდებულ ესპანელ ქალთან და დაუღალავ დანიელთან ერთად პატარა ბინაში რომ დასახლდა, ​​აპირებს სწავლას და მხოლოდ სწავლას. თუმცა მალევე ხვდება, რომ ასეთ ხალისიან კომპანიაში მოულოდნელი და მხიარული თავგადასავლები ელის, შესაძლოა, თავბრუდამხვევი სიყვარულიც!

მუზეუმში ქაოსი მეფობს, რადგან ღამის დარაჯმა ლარი დელეიმ შემთხვევით უძველესი წყვევლა მოხსნა, რითაც ატილა ჰუნი, გლადიატორების მთელი არმია, ტირანოზავრი რექსი და მუზეუმის სხვა ექსპონატები გააცოცხლა. სასოწარკვეთილი ლარი ცდილობს დააშოშმინოს მუზეუმი, მაგრამ არაფერი გამოსდის, სანამ პრეზიდენტი ტედი რუზველტი არ ეცდება მის დახმარებას.

ალექსი, მარტი და ზოოპარკის სხვა ცხოველები პოულობენ მადაგასკარიდან თავის დაღწევის გზას, როდესაც პინგვინები აწყობენ დანგრეულ თვითმფრინავს. არასტაბილურად გარემონტებული ხომალდი ჰაერში იმდენ ხანს რჩება, რომ აფრიკის კონტინენტზე მოხვდეს. იქ ნიუ-იორკელები პირველად ხვდებიან საკუთარი სახეობის წარმომადგენლებს. აფრიკა ველური ადგილია, მაგრამ ალექსს და კომპანიას აინტერესებთ, უკეთესია თუ არა ის, ვიდრე ცენტრალური პარკის სახლი.