როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა - მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა.

ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს.

ოსკაროსანი რომან პოლანსკის ფილმი წარმოადგენს ტომ ჰარდის რომანის "ტესი დებერვილების გვარიდან" ეკრანიზაციას.

ზაფხული ელის კოლეჯში წასვლამდე და მას საიდუმლო გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ელი მიიღეს ჰარვარდში, სადაც შეყვარებული ნოე სწავლობდა და ასევე ბერკლი, სადაც მისი ლიდერი ლი არის და უნდა გადაწყვიტოს დარჩეს თუ არა.

ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვიტავს ის თავიდან მოიშოროს.

ელი ფოქსს ერთი ოცნება აწუხებს: მიატოვოს ყველაფერი და გაიქცეს ოჯახთან ერთად სადღაც ჯუნგლებში, პირველყოფილ სამყაროში, ცივილიზაციის გამანადგურებელი გავლენისგან მოშორებით. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჯდება გემზე, რომელიც მიემგზავრება კოღოების სანაპიროზე. თუმცა, ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ფოქსის ჩაფიქრებული უტოპია სახიფათო აკვიატებად იქცევა და სამოთხის ძიებას გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა ცვლის.