1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ მკვლელობის იდუმალი გარემოებები.

პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს.

ფეხბურთის გუნდის თავდამსხმელი პოლ ქრუვი და კოლეჯის ყოფილი ჩემპიონი და მწვრთნელი ნეით სკარბორო ერთ ციხეში ამოყოფენ თავს.მათ პატიმრების საფეხბურთო გუნდის შეკრება ევალებათ.სკარბორო მატჩის მსაჯადაა დანიშნული და პატიმრებს მოგებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თამაში გეგმის მიხედვით არ წავა.

ფილმი მოგვითხრობს უაიტი ბალგერზე, ცნობილ ბოსტონელ განგსტერზე, რომელიც 16 წელი გაქცეული იყო და 2011 წლის ივნისში სანტა მონიკაში დააკავეს. ბალჯერი, რომელიც ახლა უკვე 80-ს არის, ბრალი ედებოდა რეკეტში, მონაწილეობდა 19 მკვლელობაში და ამავე დროს მუშაობდა FBI-ის ინფორმატორად. ციხეში რომ არ წასულიყო, 1995 წელს გაუჩინარდა და 16 წელი წარმატებით უმალავდა მართლმსაჯულებას.

სმუჩის სიკვდილი - შავი კომედიაა ბავშვური ტელევიზიის სასტიკ კულისების მიღმა მიმდინარე ცხოვრებაზე. რენბოი რენფოლდს, პოპულარული ბავშვური შოუს ვარსკვლავს დაითხოვენ ქრთამის აღებისთვის, მის მაგივრად კი პატიოსან სმუჩის აიყვანენ. სმუჩი მალევე გახდება სუპერვარსკვლავი და გადაცემის რეიტინგსაც აწევს. მაგრამ რენდოლფი შურისძიებას გეგმავს და ოცნებობს ამერიკის ფავორიტის ტიტული დაიბრუნოს.