კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. აქ ყველა რაღაცას მალავს.
კომპოზიტორი გუსტავ ფონ აშენბახი მიემგზავრება ლიდოში, საკურორტო ქალაქში ვენეციასთან ახლოს, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. აქ მას მოხიბლავს ახალგაზრდა პოლონელი ბიჭის ტაძიოს სილამაზე, რომელიც ოჯახთან ერთად იგივე სასტუმროშია, რომელშიც აშენბახი. ფილმი წარმოადგენს თომას მანის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციას.
თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.