მოულოდნელი ზარი წარსულიდან ორ მეგობარს შოკში აგდებს. მათ საყვარელი მეგობარი რანჩო პოულობს, რომლის მოძებნაც 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს.თუმცა, რაც ძალიან გინდა ბოლოს აუცილებლად აგისრულდება. რანჩო აიძულებს მათ ცხოვრებისეული შეხედულებები შეიცვალონ და სწორი არჩევანი გააკეთონ.

ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის "მაღალი საშუალო კლასის" წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად გახდა დასავლური სტილის და ძველებური ტრადიციების გადაკვეთა. 24 წლის ადიტის ქორწილში ჩამოდიან მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩამოაქვთ განსხვავებული აზრები ცხოვრებაზე.

სამი მეგობარი - რაჯი, თინა და პუჯა - ბავშვობაში შორდებიან, როდესაც რაჯი ლონდონში სასწავლებლად გაემგზავრება. რაჯუს მოსწონს თინა და თანახმაა მასთან მიმოწერას ელფოსტით. მაგრამ თინას ძალიან ეზარება გრძელი წერილების წერა და პუჯა, რაჯის თანაგრძნობით, მიმოწერაშია მისი სახელით. მრავალწლიანი მიმოწერა ახალგაზრდებს აერთიანებს. თხუთმეტი წლის შემდეგ, რაჯი ჩადის მშობლიურ ქალაქში და პუჯა, იმის შიშით, რომ არ გაუცრუებს მას, არწმუნებს თინას, რომ არ გაამჟღავნოს მიმოწერის საიდუმლო.

აშფაქი პატარა ქალაქელი ბიჭია, რომელიც ისწრაფვის გახდეს ბოლივუდის კინოს ვარსკვლავი. ის უერთდება თეატრალურ დასს, რომელსაც ყოფილი კრიმინალი სიდჰუ ხელმძღვანელობს. ქუჩის თეატრალური სპექტაკლების საშუალებით ისინი ცდილობენ შთააგონონ ხალხი მოქმედებისკენ. აშფაქი ცდილობს თავისი ოცნებების ასრულებისთვის მაქსიმუმი გამოავლინოს. მალე მისი ძალისხმევა დაჯილდოვდება და კინოინდუსტრიაში შემოდის. მას ახალი სახელი ეწოდა - სამერ ხანი. თანდათან მისი როლები უკეთესდება და საკმაოდ მოკლე დროში აღწევს წარმატებას.