ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.
ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.
"ქრისტეს ვნებანი" მხატვრული ფილმია, სადაც აღწერილია მაცხოვრის სიცოცხლის ბოლო 12 საათი. ქრისტეს წამების სცენების ზედმიწევნით რეალისტურად ასახვისათვის, რეჟისორმა მელ გიბსონმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ებრაული საზოგადოებისგან. ფილმი არაბულ, ლათინურ და ძველ ებრაულ ენებზეა ნათარგმნი.როლებს არაპროფესიონალი მსახიობებიც ასრულებენ,რაც ასევე კამათის საგანი გახდა.
ვამპირი მოდის სენსაციურ ჟურნალისტთან, რათა მოუყვოს თავისი ცხოვრების ამბავი. ეს ყველაფერი 1791 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა პლანტატორი ლუი, რომელმაც ცოლ-შვილი დაკარგა, სურდა სიკვდილი, მაგრამ "სიბნელეში დაიბადა" და მარადიული სიცოცხლე მოიპოვა.
ფილმი "აფრიკიდან" მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.
ფილმი " კუდის ქიცინი" ეს არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ.
გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.
პროდიუსერი ჯეიმს ბალარდი და მისი მეუღლე კეტრინი ეროტიკული ავანტიურისტები არიან. ორივეს სხვა გატაცება აქვს - მანქანებით. ერთ დღეს ჯეიმსი საშინელ ავარიაში მოჰყვება. კლინიკაში ის ხვდება ამ შემთხვევის მსხვერპლს, ჰელენს და მის მეგობარს ვონს. ასე იწყება ჯეიმსისა და კეტრინის ახალი შეგრძნებების კვლევა: სექსუალური აღგზნება ავარიული მანქანებისა და ტრავმირებული სხეულებისგან.