ნევროზული ჰარი ბლოკი - წარმატებული მწერალია, რომელმაც მთელი ავანსი ახალ წიგნზე დახარჯა, რომელიც ვერადავერ დაიწყო. ყველაფერთან ერთად მორიგი პრობლემა უნდა გადაჭრას, რომელიც მის უამრავ ქალთან და მეგობართან ჩახლართულ ურთიერთობებს ეხება.
მშვიდი კლარკ კენტი "დეილი პლენეტის" რეპორტიორად მუშაობს და მის თანამშრომელ ლიუის ლეინზეა შეყვარებული, რომელსაც სუპერმენი უყვარს. კლარკი სუპერგმირად უნდა გადაიქცეს,ლექს ლუთორი რომ დაამარცხოს რომელიც სამყაროს დაპყრობას გეგმავს.
ფიონა და გრანტი უკვე ორმოცი წელია ცოლ-ქმარნი არიან. ფიონას საშიში დაავადების სიმპტომი აღენიშნება. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ცოლ-ქმარს ხანგრძლივი დროით დაშორება უწევთ, რადგან ფიონამ მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტაროს. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მას გრანტი მოინახულებს, ქმარი ხვდება, რომ ცოლმა არა თუ ვერ იცნო, არამედ მისი გული სხვა მამაკაცს ეკუთვნის.
რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო,რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა.