ფილმის მთავარი გმირები არიან აფრიკული წინააღმდეგობის ლიდერი ბანტუ და თეთრკანიანი ლონდონელი ჟურნალისტი დონალდი, რომელიც თავდაპირველად მას აკრიტიკებდა, მოგვიანებით კი გაიგო რა ბანტუს ჭეშმარიტი მიზნების შესახებ, დაუმეგობრდა ახალგაზრდა მეამბოხეს.

ამერიკელი მხატვრის, ჯექსონ პოლოკის ტრაგიკული ცხოვრების და კარიერის ისტორია.

ნიუ-იორკელი განგსტერი ბენ ბაგსი მივლინებით მიემგზავრება ლოს ანჯელესში. მექალთანე და ფიცხი ბაგსისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის მოშორება. ლოს ანჯელესი სავსეა სიცოცხლით, იქ იღებენ ფილმებს და ბაგსიც ყოვნდება მაშინ, როცა მისი ოჯახი სულ მოუთქმელად ელის მას. უკანა გზაზე იგი ლას ვეგასში გაჩერდება, ქალაქი მისი ახალი იდეების მოდერატორად იქცევა.

1429 წელს მოზარდი გოგონა ფრანგული სოფლიდან მეფის წინაშე ღმერთისგან გადმოცემული შეტყობინების გადასაცემად წარსდგა, რის თანახმადაც იგი დაამარცხებდა მსოფლიოში უდიდეს ჯარს და გაათავისუფლებდა მის ქვეყანას პოლიტიკური და რელიგიური ანარქიისგან. ჟანა ამ მისიას თვალნათლივ ასრულებს და დაუჯერებელი წარმატებით იგებს ყველა ბრძოლას, იქამდე სანამ საბოლოოდ წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ.