ფილმის მთავარი გმირია ჰომოსექსუალი ირანის პრინცი, რომელზეც რევოლუციონერი ისლამისტები ნადირობენ. პრინცს ყოფილი შახის ცოლიც დასდევს, რომელსაც მისგან ბავშვის გაჩენა სურს. პრინცი ნიმფომან სექსილიასაც უყვარს, რომელიც თავისი გულუბრყვილობით ფიქრობს, რომ ქალებისადმი პრინცის გულგრილობა მისი ნატურის პლატონურობიდან გამომდინარეობს.

ახალგაზრდა მამაკაცი პროვინციებიდან დიდ ქალაქში მოდის, ხვდება გეებს, ტრანსვესტიტებს. აქ ის აღმოჩნდება როგორც სრულფასოვანი ადამიანი - გეი. მეგობრები, შეხვედრები და განშორებები, ღალატი და დაბრუნება, ტრაგედიები და „პატარა“ სიხარული. სიყვარული, რომელიც არ ცნობს სოციალურ განსხვავებებს. ვინ წარმოიდგენდა, რომ კაბებში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფი სიცოცხლეს აძლევდა მოძრაობას გეებისა და ლესბოსელების თანაბარი უფლებებისთვის?