თხეგიკი - კორეის ნაციონალური დროშის სახელია. ფილმის ერთ-ერთი გმირის დავალებაა ამ დროშის პეკტუსანის მთაზე აღმართვა, კორეის ომის დროს, კომუნიზმზე გამარჯვების ნიშნად. ეს ფილმი არის ორ ძმაზე, რომლებიც ტრაგიკულმა გარემოებამ ერთმანეთს გაჰყარა.

ფილმის მოქმედება ვითარდება შორეულ წარსულში, როდესაც 208 წელს ორი მხედართმთავრის სან ცუანის და ლიუ ბაოს გაერთიანებულმა ძალებმა დაამარცხეს გაჩილებით ძლიერი ცაო ცაოს უძლეველი არმია .

სამხრეთ ამერიკის ციხეში ორი ადამიანი ერთსა და იმავე საკანშია, ერთი ჰომოსექსუალია უხამსი ქცევისთვის, მეორე კი პოლიტიკური მიზეზების გამო. სანამ პირველი ცდილობს რეალობისგან თავის დაღწევას, მეორე კი არსებული მდგომარეობის მიზეზებზე ფიქრობს. მათ მოუწევთ ისწავლონ ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.

ამ ისტორიის მოქმედება ვითარდება პარალელულ განზომილებაში, მთავარი გმირები – თოჯინებია, რომლებიც ცდილობენ პოსტ–აპოკალიპტურ სამყაროში გადარჩენას. მთავარი გმირის სახელია "9". ის ლიდერის თვისებებს ავლენს, რომლებიც ყველას ცოცხლად გადარჩენაში უნდა დაეხმაროს.

მეფე ჰენრი VIII და დები ბოლეინების, ანა და მარის ურთიერთობების ისტორია. ორი მშვენიერი და, ორი ბედი და ერთი სიყვარული.

ამერიკული არმიის 92–ე დივიზიის ისტორია, რომელიც შავკანიანი ჯარისკაცებისგან შედგება. 1944 წელს ამ დივიზიის ქვედანაყოფი, რომელსაც არაკომპეტენტური რასისტი მეთაურობს, იტალიაში ტოსკანში ხაფანგში გაებმება.