1958 წელი. მიმდინარეობს ცივი ომი. საბჭოთა ჯარისკაცებმა, რომლებსაც აგენტი ირინა სპალკო მეთაურობს, ინდიანა ჯონსის ძველი შეყვარებული - მერიონ რეივენვუდი გაიტაცეს. მათ პროფესორი არჩევანის წინაშე დააყენეს: უმოქმედობა და მერიონის სიკვდილი ან საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობა - მერიონის თავისუფლების სანაცვლოდ.

ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივი ჯონ შაფტი დააკავებს ვოლტერ ვეიდ უმცროსს, რასისტულად მოტივირებული მკვლელობის ჩადენის გამო.მაგრამ ერთი მოწმე ქრება და ვეიდი შვეიცარიაში უჩინარდება.ორი წლის შემდეგ ის ბრუნდება რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს, დარწმუნებულია რა, რომ ფული და გავლენა გადაარჩენს,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოაკვლევინა თვითმხილველი.

რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.