სიყვარული და ოცნებები დაყვებიან ორ მსახიობს ოცდაათი წლის განმავლობაში. 70-იანი წლების დასაწყისი. ომ პრახაშ მახიჯა – ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ეპიზოდიურ როლებს თამაშობს ბოლივუდში. ომის ამბიციაა – კინოს ვარსკვლავი გახდეს. მისი მეგობარი პაპუ და დედა ბელა მას მხარს უჭერენ ამაში...
ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც მხედველობას კარგავს. ის ვეღარ შეძლებს ფილმების გადაღებას. მას ტოვებს შეყვარებული ქალი, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო. მხედველობასთან ერთად ყველაფერს კარგავს. საკუთარი ცხოვრების ტრაგედიას ის მხოლოდ 14 წლის შემდეგ ეგუება, როდესაც ახალგაზრდა დამხმარეს გადაუშლის გულს.