ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს.
ნიუ-იორკელი მემანქანე ტეს მაკ-გილი თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს. მაგრამ წარმატების მიღწევისთვის მას ჩაცმის, დავარცხნისა და ურთიერთობის კულტურა არ ჰყოფნის. ხანდახან ცხოვრება ადამიანს შანს აძლევს. სწორედ ეს შანსი მიიღო მანაც, როდესაც მისმა უფროსმა ევროპაში დასვენების დროს ფეხი იტკინა. შეუმჩნეველი ტასი მის ადგილს იკავებს, ბროკერებს იცნობს და სერიოზულ საქმეებს აწარმოებს. როდესაც გამოჯანმრთელებული უფროსი ბრუნდება, იგებს, რომ მისი ადგილი დაკავებულია, საქმრო სხვასთან არის წასული და არსებობს უამრავი წვრილ-წვრილი უსიამოვნებები.
1925 წელი. დოჯ კონელი - ფეხბურთელთა კაპიტანია, რომელიც ცდილობს თავისი გუნდი მთელს ამერიკაში გახადოს ცნობილი. იმ დროს, როდესაც გუნდი სპონსორს კარგავს და ლიგაც დაშლის პირასაა, დოჯი ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავს ითანხმებს, რომ მის გუნდს შეუერთდეს. დოჯი დარწმუნებულია, რომ ამით მთელი ქვეყნის ყურადღებას მიიქცევს. ასე ჩნდება გუნდში კარტერ რეზერფორდი.