მშვიდი კლარკ კენტი "დეილი პლენეტის" რეპორტიორად მუშაობს და მის თანამშრომელ ლიუის ლეინზეა შეყვარებული, რომელსაც სუპერმენი უყვარს. კლარკი სუპერგმირად უნდა გადაიქცეს,ლექს ლუთორი რომ დაამარცხოს რომელიც სამყაროს დაპყრობას გეგმავს.

სტივ როჯერსს ჯარში წასვლაზე უთხრეს უარი. იგი მოხალისედ მიდის საიდუმლო მეცნიერული გამოკვლევების პროექტში. სწორედ აქ ხდება გმირი - კაპიტანი ამერიკა. მთავარმა გმირმა ამერიკის იდეალების დაცვას შესწირა თავი.

ღმერთების ქალაქ ასგარდში ცხოვრობს ძლიერი მებრძოლი თორი. თავისი უგუნური ქცევის გამო იწყება ომი, რის გამოც ღმერთები მას სჯიან, ართმევენ ძალას და დედამიწაზე აგზავნიან, ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად საცხოვრებლად. თორი იგებს, თუ რა ძნელია გახდე გმირი, როდესაც შენი სამყაროდან ბოროტი ძალა აგზავნის შავ ძალებს დედამიწის გასანადგურებლად.

ექიმ ბრიუს ბანერის ისტორია, რომელიც საკუთარი დაავადების გაქცინაზე მუშაობს. ეს დაავადება მას ემოციური სტრესის დროს გიგანტურ მწვანე მონსტრ ჰალკად გადააქცევს. ბრიუსი თითქმის პოულობს ვაქცინას, მაგრამ ყველაფერი წყალში იყრება, როდესაც მას წარმოუდგენლად ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

ბრიუს ბანერი, ტრაგიკული წარსულის მქონე მეცნიერი-გენეტიკოსი, საკუთარი შეცდომის მსხვერპლი ხდება და მრისხანების დროს მძვინვარე მწვანე მხეცად იქცევა.