რეჟისორი იხსენებს ბავშვობას, როდესაც მას შეუყვარდა კინემეტოგრაფი და დაუმეგობრდა სოფელში კინოთეატრის კინომექანიკს.

შთამბეჭდავი საგა შავკანიან ლიდერზე მალკოლმ იქსზე. მან დაიწყო გარლემში როგორც განგსტერმა, გაისვარა ხელი ცოდვებში, მაგრამ იმის მერე რაც მოხვდა ციხეში, იქ გასუფთავდა ისლამის ზემოქმედებით. ფილმში საკმაოდ დეტალურად და რეალურად არის გადმოცემული მალკოლმ იქსის ცხოვრება და ბრძოლა რასიზმის, კორუფციის და უკანონობის წინაამღდეგ

აირის სიმპკინსი, ლონდონის Daily Telegraph-ის პოპულარული საქორწილო რუბრიკის ავტორი, ცხოვრობს მომხიბვლელ კოტეჯში ინგლისის ქალაქგარეთ. ის შეყვარებულია მამაკაცზე, რომელსაც სხვა უყვარს. სამხრეთ კალიფორნიაში შორს ცხოვრობს ამანდა ვუდსი, წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელი, რომელიც ქმნის რეკლამებს ფილმებისთვის. ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საყვარელი ადამიანი ღალატობს მას. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება ორი ქალი, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, რომლებიც ერთმანეთისგან 10 000 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ და ისინი ერთმანეთს პოულობენ.

ფილმი " კუდის ქიცინი" ეს არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ.

თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის მოქმედებაც ლოს-ანჟელესის მახლობელ ერთ-ერთ პატარა ქალაქში ხდება. ერთხელ ტობის და მისი ძმის ლუნის ცხოვრებაში, ადამიანი სახელად ჰარლანი გამოჩნდა - მაწანწალა, რომელიც ძველი ვესტერნის გმირივით ცხოვრობს.