ოთხი დის ისტორია, რომლებიც დედასთან ერთად მძიმე დროებას განიცდიან - ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ოჯახის უფროსი ბრძოლის ველზე გადაიკარგა, პატარა ქალები კი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან. მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, გოგონები გულს არ იტეხენ, სჯერათ სიყვარულის და ბედნიერების.

ლეო სასიყვარულო რომანებს წერს, მაგრამ მისი სახელი ყველასთვის უცნობია. ყველა ეს ბესტსელერი მილიონობით იყიდება. ლეო ოცნებობს, რომ სერიოზული ლიტერატურის ავტორი გახდეს.

ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.