წარმატებულმა ბიზნესმენმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გადაუხდის თუ არა გამოსასყიდს გამტაცებლებს, რომლებმაც შეცდომით მოიპარეს არა მისი შვილი, არამედ იმ კაცის ვაჟი, რომელიც მას მძღოლად მუშაობს.

1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ მკვლელობის იდუმალი გარემოებები.

პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს.

დენი ახალგაზრდა პოლიციელია, რომელსაც მეწყვილეობას ეთიკური ნორმების მიმდევარი ნიკი უწევს. როდესაც ისინი ჩაინათაუნში ბანდის დაკავებას ცდილობენ, დენი ნიკის ეყრდნობა, თუმცა თავს სულ უფრო არაკომფორტულად გრძნობს.