მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან.

ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა. მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.