ვუდი, ბაზი და ენდის დანარჩენი სათამაშოები უკვე წლებია თაროზე აწყვია. ენდი გაიზარდა და კოლეჯში მიდის, სათამაშოები კი შეცდომით საბავშვო ბაღში აღმოჩნდებიან. მეგობრებმა ერთად უნდა მოახერხონ გაქცევა და ენდისთან დაბრუნება

ათი წლის არტურის თავს საოცარი ამბები ხდება.ბებიის სახლი უნდათ წაართვან ვალების დაფარვის გულისთვის, და არც არავინ დაეხმარება მას ამ პრობლემის გადაჭრაში. შეიძლება ამ პრობლემიდან გამოსავალი ბაბუის განძშია დამალული, რომელიც დამალულია სადღაც მინიმოისების - ზღაპრულ პაწაწინა არსებების ქვეყანაში. მინიმოისების ქვეყანაში არტური პრინცესა სელენიას და მის ძმას ბარახლიუშს გაიცნობს. მათ უამრავი წარმტაცი თავგადასავლები ელოდებათ, საფრთხეები და ხრიკები გზაზე, რომელიც აკრძალული ქალაქისაკენ ნეკროპოლისისააკენ მიდის. იქ ბავშვებს მოუწევთ არაბავშური საშინელებების ნახვა საშინელი ურდალაკის სახით.

ჯიმი გენიოსია. ის პატარა ქალაქში მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. როგორც ყველა ბავშვი ჯიმიც დადის სკოლაში, თამაშობს, ერთობა, თუმცა ის ყველაზე ჭკვიანია. მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი გამოგონებები, რაც ბევრ წამყვან მეცნიერსაც კი არ დაესიზმრებოდა. ჯიმის ბრწყინვალე გონების წყალობით რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა შეუძლია. მან ხშირად იხსნა ქალაქი და მთელი პლანეტაც კატასტროფისგან; ცხადია, ეს ყველაფერი მეგობრების დახმარებით შეძლო. სრულყოფილ ბიჭუნას ერთი ნაკლიც – ძალიან დიდი თავი აქვს. კაცმა რომ თქვას, აბა ამდენი ტვინი სად დაეტეოდა.

ამჯერად ბეწვიანი უცხოპლანეტელები ლოს-ანჟელესში სახლს დაესხმევიან. ისინი გააგდებენ ქუჩაში ყველა მაცხოვრებელს. კოსმოსის მონადირე მათ დასაცავად დადგება და თვითონ გახდება დევნის ობიექტი, რომელსაც დაუპატიჟებელი სტუმრები სახლის ყველა საიდუმლო ადგილასაც კი პოულობენ.