ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.

ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.

მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს,რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.

მისი ბავშვობის სიყვარულის და საცოლის სიკვდილით გაგიჟებული ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლი უილიამ უოლასი ადგილობრივი ინგლისელი ლორდის ჯარისკაცებს მუსრს გაავლებს. ეს სოფელს ამბოხებამდე მიიყვანს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა ინგლისური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდება.

84 წლის შემდეგ, 101 წლის როუზ დე უიტ ბუქეითერი შვილიშვილებს საოცარი სიყვარულის ისტორიას უყვება.

ამერიკელები ლინდსი და ჯენი ევროპაში მანქანით მოგზაურობენ. ერთ ღამეს, სადღაც გერმანიის ტყეებში, გზაზე მათ საბურავი გაცვივდა და დახმარების საძებნელად მათი მეგობრები წააწყდებიან პირქუშ სახლს, რომლის პატრონი მათ ნარკოტიკებს ასხამს. დილით გოგონები იგებენ, რომ სტუმართმოყვარე მოხუცი გერმანელი სხვა არავინაა, თუ არა ექიმი ჰეიტერი, გადამდგარი ქირურგი და მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი სიამის ტყუპების განშორების საქმეში. მაგრამ ამჯერად ის ადამიანების დაშორებას კი არ აპირებს, არამედ მათ ადამიანურ ცენტიპედში გაერთიანებას ერთი საჭმლის მომნელებელი სისტემით. ექიმს კი სულაც არ უხერხულია ის ფაქტი, რომ მის წინა ექსპერიმენტში სამი ძაღლი დაიღუპა.

ამ ფილმში მოთხრობილია ამერიკელისა და კამბოჯელის მეგობრობის ისტორია 1975 წლის სისხლიანი რევოლუციის პერიოდში, როდესაც მილიონობით კამბოჯელი გაანადგურეს.

ფილმი მოგვითხრობს მთვარის წარუმატებელ მისიაზე "აპოლო 13" - კოსმოსის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი. 1970 წელს Apollo 13 უნდა ყოფილიყო მესამე კოსმოსური ხომალდი, რომელმაც ასტრონავტები მთვარეზე გადაიყვანა. თუმცა, უკვე მიზანთან მიახლოებისას, გემზე სერიოზული ავარია მოხდა, რამაც არა მხოლოდ დაასრულა დესანტი, არამედ ეკიპაჟის სიცოცხლესაც დაემუქრა.

ერინ ბროკოვიჩი ორჯერ განათხოვარი, მარტოხელა დედაა სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში. მაგრამ თავის თავში დარწმუნებული ლამაზმანისთვის, რომელიც იმას ამბობს რასაც ფიქრობს, საკმარისია ერთი პატარა შანსიც კი იმისათვის, რომ კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. ერინს დასჭირდება უზარმაზარი გამბედაობა, იმისათვის რომ საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

"კაპოტე" ბიოგრაფიული ფილმია მწერალი თრუმენ კაპოტეს ცხოვრების შესახებ, სადაც აღწერილია მისი გაზეთ "ნიუ–იურკერში" მუშაობის ისტორია. ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.