პროფესიონალი ქურდი მაკკოლი გამანადგურებელ ჯგუფს ლიდერობს ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ძარცვებში, ამასობაში დეტექტივი ჰანნა მას დასაჭერად დასდევს.

რეჟისორ სიდნეი ლუმეტის მიერ გადაღებული ფილმი "ძაღლების შუადღე" ეფუძნება რეალურ ისტორიებს. ალ პაჩინო თამაშობს მძარცველს, რომელიც ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ბანკის ძარცვისას მძევლებს აიყვანს.

დაქირავებული მკვლელი, რომელიც აგენტთან ერთად სამი წელი მუშაობდა, ერთ დღესაც პროფესიის მიტოვებას გადაწყვეტს. ღამის ჰოგკონგში ის უცნაურ ადამიანებს ხვდება, გოგონას, რომელიც უცნაურად გაუჩინარებულ შეყვარებულს ეძებს და მუნჯ გამყიდველს, რომელიც უცანური მეთოდებით ცდილობს მყიდველთა მიზიდვას.

ჟარგონულ ენაზე დოლარების კუპიურებს - მკვდარ პრეზიდენტებს ეძახიან. ვიეტნამმა, ვეტერან ენტონი კერტისს სიმშვიდე, ძილი და ბედნიერების იმედი დაუკარგა. მხოლოდ და მხოლოდ ფულია გამოსავალი ასეთი გამოუვალი ცხოვრებიდან. ფულით ენტონი ყველაფრის ყიდვას შეძლებს. ვეტერანი მეგობრებს კრებს და ძარცვას გეგმავს.

პროფესიონალი ქურდი მაქსი თავს ანებებს კრიმინალურ ცხოვრებას და „ბოლო საქმის“ შემდეგ თავის მშვენიერ დამხმარე ლოლასთან ერთად ტროპიკულ კუნძულზე მიემგზავრება. მათი მომავალი უზრუნველყოფილია, ქურდების კარიერა კი წარსულშია... მაგრამ მის მტერს, ფედერალური ბიუროს ცბიერ აგენტ სტანს არ სჯერა მისი „პენსიაზე“ გასვლა და გადაწყვეტს შეამოწმოს, ერთგულია თუ არა იგი თავისი პირობის...