1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ.

ფილმი "მოუხელთებელი" გვიამბობს მაგარი პოლიციელის დეტექტივ ფრეიზერის შესახებ , რომელიც ცდილობს ჭკუით აჯობოს მოხერხებულ ბანკის მძარცველს. ამ სახიფათო კატა-თაგვობანას თამაშისას ,გაუთვალიწინებელი პიროვნება გამოჩნდება, რომელიც ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს...

ნიკ კასავეტესის 2002 წლის ფილმი, მთავარ როლში დენზელ ვაშინგტონით. დენზელი ასრულებს ჯონ ქუინსი არჩიბალდის როლს, რომლის ვაჟს მძიმე დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, ბიჭს გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება. ოპერაციას დაზღვევა ვერ ფარავს, ჯონი მძევალს აიყვანს და ითხოვს შვილი დონორთა სიაში ჩასვან.

სილვია ბრუმი - გაეროს თარჯიმანია, მან შემთხვევით ერთ-ერთი აფრიკული სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის სამზადისის შესახებ შეიტყო. ის ცდილობს აღკვეთოს მკვლელობა. ამავე დროს ესმის, რომ საფრთხეშია და სანამ მკვლელების მსხვერპლი თავად არ გამხდარა აუცილებელია ვინმემ მისი სიტყვები დაიჯეროს.