მდიდარი წყვილი ჩადის იტალიაში, რათა მიიღოს მემკვიდრეობით ვილა და გაატარებს რამოდენიმე დღეს ამ მშვენიერ ადგილას. წყვილი კი დაშორების პირასაა.

რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას.

ჯულიან კეი ერთადერთი და განუმეორებელია: ის ლაპარაკობს ექვს ენაზე; დახვეწილი, ნაკითხი მოსაუბრეა; მგრძნობიარეა და ინტელეგენტური; უსაზღვროდ ელეგანტურია და მიმზიდველი. ვერცერთი ქალი ვერ რჩება გულგრილი მის მიმართ. ის – პროფესიონალი მაცდუნებელია, თანაც – ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდში. მისი გული დაცულია ზედმეტი ნაზი გრძნობებისაგან, რადგან სამსახურში ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. თითქოს, მომხიბლავი ჟიგოლოს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთ დილით მის კლიენტ ქალს მკვდარს პოულობენ და მკვლელობაში მას ადანაშაულებენ!

კოსმოსში ყოფნისას ასტრონავტმა სპენსერ არმაკოსტმა დაკარგა კონტაქტი დედამიწასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში. მაგრამ ყველაფერი გამოვიდა და ეკიპაჟმა მოახერხა უკან დაბრუნება. მაგრამ მალე ჯილიანი, სპენსერის ცოლი, იწყებს ეჭვს, რომ მისი ქმარი განსხვავებული გახდა. და თუ ადრე მისი სიცოცხლე ღელავდა, ახლა საკუთარი თავის შიში დაიწყო.