მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს,რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.

შეუძლია თუ არა სექსი გაანადგუროს ქალისა და მამაკაცის სრულყოფილი მეგობრობა? ეს არის კითხვა, რომელზეც ჰარი და სალი ცხარედ განიხილავენ ჩიკაგოდან ნიუ-იორკში მიმავალ გზაზე. თერთმეტი წლის შემდეგ ისინი ვერსად ვერ პასუხობენ... მიხვდებიან თუ არა ეს ორი ერთმანეთისთვის შექმნილნი, თუ მაინც უარყოფენ იმ მიზიდულობის არსებობას, რომელიც მეორე ჰარიმ სალის გაიცნო?