ციხიდან გამოსვლის წინ ცნობილ დამნაშავეს კორეს ერთერთი მცველი აძლევს "ინფორმაციას" მოდური საიუველირო მაღაზიის გასაძარცვად. განთავისუფლებული კორე მიემგზავრება პარიზში, გზაში კი ის გადაარჩენს გაქცეულ ბანდიტ ფოგელს. ორი დამნაშავე, ორი მარტოხელა მგელი იქცევიან ერთგულ მეგობრებად.

ვანესა - რთული დ აამავე დროს უბედური გოგონაა: დედა - მეძავი და ნარკომანი, მამინაცვალი ნარკომანი და ნაძირალა, რომელმაც ვანესა გააუპატიურა კიდეც, როცა ის 11 წლის იყო. ეგრეთწოდებული მშობლების დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაიქცევა სახლიდან და ცდილობს მიაღწიოს ბებიამდე, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში. ამ დროს გზაზე თავის მორიგ მსხვერპლს ელოდება, სექსუალური მანიაკი და არასრულწლოვან გოგონათა მკვლელი. ვანესა ამ მკვლელის სამიზნე ხდება, მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება.

მკვლელი თოჯინა დაბრუნდა! სახელგანთქმული მკვლელი თოჯინა უფრო მეტ სისხლს მოითხოვს! იგი მათი ოჯახის სისხლიანი საქმის გამგრძელებელი უნდა გახდეს.