გავლენიანი ბიზნესმენები, გავლენიანი ჩინოვნიკები, კინო და ტელევარსკვლავები წვეულებაზე იკრიბებიან, რომელიც სან-ფრანცისკოში ახლახანს აშენებული ცათამბჯენის გახსნის საპატივცემულოდ ტარდება. ქმნილების ავტორი - არქიტექტორი დაგ რობერტსიც აქ არის. შუა მხიარულებაში შენობაში ხანძარი ჩნდება, რომელიც ხალხს ლიფტებისა და კიბეებისკენ გზას უხერგავს.

გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.

ზაკს სიგიჟემდე უყვარდა თავისი შეყვარებული, როცა ბეთი კვდება ბიჭი საშინლად განიცდის და ვერ ეგუება დანაკარგს. თუმცა მას დიდხანს არ მოუწევს ცრემლების ღვრა, ერთ დღესაც ბეთი მას ცოცხალი და უვნებელი გამოეცხადება.