შთამბეჭდავი საგა შავკანიან ლიდერზე მალკოლმ იქსზე. მან დაიწყო გარლემში როგორც განგსტერმა, გაისვარა ხელი ცოდვებში, მაგრამ იმის მერე რაც მოხვდა ციხეში, იქ გასუფთავდა ისლამის ზემოქმედებით. ფილმში საკმაოდ დეტალურად და რეალურად არის გადმოცემული მალკოლმ იქსის ცხოვრება და ბრძოლა რასიზმის, კორუფციის და უკანონობის წინაამღდეგ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. აქ ყველა რაღაცას მალავს.

ახალგაზრდა დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ იგი ქმრისგან თავის დასაცავად ვარჯიშს იწყებს.

სიკვდილის შემდგომი ხედვა გიუნტერის ცხოვრების უკანასკნელი დღეებისა, თუ როგორ მიეძალნენ სექსს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს იგი, მისი და და საუკეთესო მეგობარი ოთხი დღის მანძლზე.

მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ,ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.