გას ვან სენტის ფილმი მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ ყმაწვილზე უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს. ფსიქიატრ შონ მაგუაირთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავისი თავის აღმოჩენას შესძლებს.

სახიფათო თამაშების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ქეთრინი მისი დედინაცვლის შვილს, სებასტიანს ნიძლავს დაუდებს ზაფხულის ბოლომდე მათი დირექტორის ქალიშვილის ცდუნებაზე. თუ სებასტიანი მოიგებს, მისი ჯილდო ქეთრინთან ღამის გატარებაა. მაგრამ თუ წააგებს მან ქეთრინს უნდა გადასცეს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.