რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.

ადამს აუტიზმის ერთ–ერთი ფორმა – ასპერგერის სინდრომი აქვს. ადამიანებთან ურთიერთობას მას საყვარელი კოსმოსის გამოკვლევა ურჩევნია. მიუხედავად ამისა, ადამი ოცნებობს მონათესავო სულის პოვნაზე, რომელიც ყოველთვის გაუგებდა და მოუსმენდა. სიტუაცია მკვეთრად იცვლება, როდესაც მის მეზობლად ბეტი დასახლდება...

ჩრდილოეთ კაროლინას ტყეებში კვდება მოხუცი ქალი. მას რჩება ქალიშვილი სახელად ნელი. გოგონა არავის იცნობდა დედის გარდა. ლაპარაკი ადამიანებივით მას არ შეეძლო და ამიტომაც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა თავის ენაზე. ექიმი, რომელმაც ნელი აღმოაჩინა, სთავაზობს გოგონასთვის თავის დანებებას, მაგრამ ფსიქოლოგს ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი გააჩნია. ბოლოს და ბოლოს გოგონა დაბრუნდება თავის მშობლიურ სახლში.

ტომასი 16 წლისაა, მას ჰყავს აუტისტი უფროსი ძმა, ფეხმძიმე დედა და სამხედრო მამა. ოჯახი ცოტა ხანია რაც ახალ ადგილზე გადავიდა საცხოვრებლად. ტომასს ჯეკი მოსწონს, გოგონა რომელთან ერთადაც ცურვაზე დადის. მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა იწყება.