ფილმი მოგვითხრობს 17 წლის ბიჭის ისტორიას, სახელად ჰუბერტი, რომელიც დედასტან ერთად მონრეალის გარეუბანში ცხოვრობს. დედა შვილს გაუთავებელი კონფლიქტი აქვთ, რომელიც მტკივნეულ ფაზაში გადადის. ეს არის ისტორია თუ როგორ პარადოსულად შორს შეიძლება იდგეს ერთმანეთისგან ორი უახლოესი მეგობარი.ამ დროს ვაჟის ცხოვრებაში ჩნდება პირველი შეყვარებული, იწყება სამყაროში ადგილის ძიება, ნარკოტიკი...

საუკეთესო ეგზოტიკურ -მერიგოლდის- სასტუმროს მხოლოდ ერთი ვაკანსია დარჩა. ეს სასტუმრო არ იქნებოდა ეგზოტიკური, რომ არ ჩაესახლებინათ ერთ ნომერში ორი უცნობი ადამიანი.

ლიზ გილბერტს ( ჟულია რობერტსი) ჰქონდა ყველაფერი რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში,იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე...

ისინი შეკრიბეს ვანდალიზმის საქმემ, რომელიც მათმა შვილებმა ჩაიდინეს სკოლაში. მარტოხელა დედები ცხოვრების ყველა სფეროდან აწყობენ დამხმარე ჯგუფს, რათა დაეხმარონ მათ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.