მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს,რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.

კომედია, სადაც ამინდის პროგნოზის ეგოცენრტრულ რეპორტიორს, ბილ მიურეის გმირს "დეჟა-ვუ" ემართება.მას ტრადიციული ზაზუნას დღის ზეიმის გასაშუქებლად პატარა ქალაქ პანქსუთაუნიში გაგზავნიან. საიდანაც მას,ცოტათი უფრო მეტი რეპორტაჟის გაკეთება მოუწევს ვიდრე ეგონა. მან ერთიდაიგივე რეპორტაჟი კვლავ და კვლავ უნდა იმეოროს.

დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება .