როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.

ერთხელ,ექიმი ვატსონი მკურნალობდა ინსპექტორს სკოტლანდ იარდიდან. ის პაციენტს არა მხოლოდ დაავადებაზე ესაუბრებოდა, არამედ მის სამუშაოზეც. ფაქტების მოსმენის შემდეგ ის დაეხმარა ინსპექტორს მკვლელის პოვნაში.