ერთი მოკლული მამაკაცი და რვა ქალი - თითოეული მკვლელობის საკუთარი მოტივით. თოვლიანი ქარბუქის გამო ისინი მოკლულის სახლში არიან გამომწყვდეულები და მკვლელის გამოაშკარავებას ცდილობენ.

თავისუფლების ახალი განზომილება, სადაც სიკვდილიც კი არ არის ჯერ გამოგონილი... ორი მეგობარი უდაბნოში განმარტოვდა... ეს თამაშია... ბრძოლა გადარჩენისათვის... დასაწყისში ისინი სიძნელეებს იუმორით უყურებენ, შემდეგ კი მათი განწყობა იცვლება. მათ ესმით, რომ შეიძლება ვერასოდეს დააღწიონ თავი ამ გრანდიოზული სილამაზის ხაფანგიდან.

მე-19-ე საუკუნის ბოლო. მას შემდეგ, რაც ულმობელი ყაჩაღი ბარონი უკანონოდ ართმევს ყველაფერს რაც მათთვის ძვირფასია, იდეალისტი გლეხი ქალი და დახვეწილი მდიდარი ქალბატონი იწყებენ სამართლიანობის ძიებას,შურისძიებას და წარმატებულ ძარცვას.

მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ,ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.