ამერიკელები ლინდსი და ჯენი ევროპაში მანქანით მოგზაურობენ. ერთ ღამეს, სადღაც გერმანიის ტყეებში, გზაზე მათ საბურავი გაცვივდა და დახმარების საძებნელად მათი მეგობრები წააწყდებიან პირქუშ სახლს, რომლის პატრონი მათ ნარკოტიკებს ასხამს. დილით გოგონები იგებენ, რომ სტუმართმოყვარე მოხუცი გერმანელი სხვა არავინაა, თუ არა ექიმი ჰეიტერი, გადამდგარი ქირურგი და მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი სიამის ტყუპების განშორების საქმეში. მაგრამ ამჯერად ის ადამიანების დაშორებას კი არ აპირებს, არამედ მათ ადამიანურ ცენტიპედში გაერთიანებას ერთი საჭმლის მომნელებელი სისტემით. ექიმს კი სულაც არ უხერხულია ის ფაქტი, რომ მის წინა ექსპერიმენტში სამი ძაღლი დაიღუპა.

ყოფილი დაქირავებული მებრძოლი, კონტრაბანდისტი ხდება. მენდე კი მეთევზეა. სიერა-ლეონეში 1998 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომის ქარცეცხლში ამ მამაკაცებს ორი სანუკვარი მიზანი აერთიანებთ: იპოვნონ უდიდესი ღირებულების, იშვიათი, ვარდისფერი ალმასი და დაიხსნან მეთევზის შვილი, ბიჭ-ჯარისკაცად გაწვეული სასტიკ მეამბოხეთა ჯარში, რომელიც წამებითა და სისხლისღვრით დაღავს ქვეყანას.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კლასიკური სიყვარულის ისტორია. მასწავლებელი ანა ლეონოვენსი ინგლისიდან ეგზოტიკურ სიამში ჩადის, მეფე მონგკუტის შვილების სასწავლებლად. მოულოდნელად, დასავლური მგრძნობიარობა ეჯახება აღმოსავლეთის მბრძანებლის ფსიქოლოგიას. დაძაბულობა იზრდება მაშინ, როცა მონგკუტი იგებს მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის შესახებ. როდესაც პოლიტიკური სიტუაცია მზადაა აფეთქებისთვის, ანას და მეფეს ერთი გამოსავალი რჩებათ – გახდნენ მოკავშირეები გმირულ ბრძოლაში სიამის ძლიერი მტრებისაგან გადასარჩენად.

ბობი და მარტი ბავშვობიდან მეგობრობენ, მაგრამ მათ შორის უცნაური მეგობრობაა: პათოლოგიურად სადისტი ბობი საშინლად დასცინის და აწვალებს მარტის და არა მარტო მას. და ერთხელაც გადაწყვიტავს სამუდამოდ შეწყვიტოს დაცინვები.

პირველი მსოფლიო ომის დროინდოლი ლეგენდარული ამერიკული ესკადრილიის 'ლაფერეტის' ისტორია. ამ ესკადრილიის შემადგენლობას შეადგენდა უცხოელი–მოხალისეები ქვეყნებიდან, რომლებშიც გერმანიასთან ომი მიდიოდა. ფილმის ცენტრში – ამერიკელი ახალგაზრდები, რომლებმაც ახლა ხანს დაამთავრეს მფრინავთა კურსები, ომში ხვდებიან, რომელიც ძალიან განსხვავდება "ფრანგული კურორტისგან", სადაც ისინი მიდიოდნენ. ეს ფილმი სიყვარულზე, მამაკაცების შორის არსებულ მეგობრობაზე, კაცობაზე, მამაცობაზე და ფანტასტიურ თვითმფრინავებზე, რომლებმაც ცა დაიბყრვეს.