ახალგაზრდა პრინცი აშიტაკა, ურჩხულის მოკვლით, სასიკვდილოდ დაიწყევლა. მკითხავმა უმკითხავა, რომ მხოლოდ თავად მას შეუძლია საკუთარი ბედის შეცვლა. მამაცი მეომარი გაემგზავრა სახიფათო მოგზაურობაში. ის აღმოჩნდება იდუმალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ბოროტი ქალბატონის სათავეში ტყის ბინადართ ეომებიან: სულებს, ეშმაკებს და გიგანტურ არსებებს, რომელთა მსგავსნი აშიტაკას არასოდეს უნახავს.

ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა, ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება. (ფილმი სამი ოსკარის მფლობელია)

ერთადერთი შვილის დაღუპვის შემდეგ მარტოხელა დედა ბარსელონაში მიემგზავრება, რათა მოძებნოს ბავშვის მამა, რომელმაც არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებ.

რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.

პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში,ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო.

რომი, ზაფხული 1980 წ. ფრანკო მხოლოდ 13 წლისაა და სახლიდან გარბის. რომში ჩასვლისას მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მამაკაცებისთვის მეძავი გახდეს. მისი გამჭვირვალე კანის გამო მას მეტსახელად "Er Moretto" უწოდეს, რაც "ზანგს" ნიშნავს. ასე გადის 2 წელი, ყოველგვარი შუალედის გარეშე. მაგრამ ერთ დღეს ის ხვდება კაცს, რომელიც მედდად მუშაობს და აჩვენებს, რომ პროსტიტუციის გარდა, არსებობს რეალური ცხოვრებაც..