ტოტალიტარული ბრიტანეთის ფუტურისტული პეიზაჟის ფონზე, ფილმი მოგვითხრობს წყნარ ახალგაზრდა ქალზე, ივიზე, რომელიც საბედისწერო სიტუაცაში გადაარჩინა კაცმა, ცნობილმა როგორც "V". ეს არის შთამბეჭდავი ფიგურა შავი ლაბადით და მაღალი წვეტიანი შლაპით, რომლის ქვეშაც საინტერესო ნიღაბს ატარებს. შეუდარებლად ქარიზმატული და საბრძოლო ხელოვნებაში სპარტანულად გაწვრთნილი, ცბიერი "V" რევოლუციას გააჩაღებს, როცა მოუწოდებს თანამემამულეებს აღსდგნენ ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ...
შანგ-ჩი – კუნგ-ფუს ოსტატია, რომელიც იზოლაციაში გაიზარდა და მისი მამის მანდარინის ხელმძღვანელობით მრავალი ვარჯიშის წყალობით ბავშვობიდანვე სრულყოფილად აითვისა საბრძოლო ხელოვნება. როდესაც მას საიდუმლოებით მოცული ტერორისტული ორგანიზაციის “ათი ბეჭდის” ქსელში ჩიაითრევენ, მთავარი გმირი იძულებულია საკუთარი წარსულის მოჩვენებეს და მამას დაუპირისპირდეს, რომელმაც მთელი მსოფლიოს ხელში ჩაგდება ჩაიფიქრა.
სახელგანთქმული მეზღვაური პაპაი ჩამოდის ზღვისპირა ქალაქში, რომ მოძებნოს მამა, რომელმაც იგი მიატოვა.ქალაქში იგი ოლივს ხვდება,სანამ მის გულს მოიგებს, მანამდე ოლივის საქმროს უნდა შეეჭიდოს.