იაპონია, გასული საუკუნის 50-იანი წლები. ორი პატარა და - საცუკი და მეი სოფელში გადადიან საცხოვრებლად. გოგონები ტყეში საოცარ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც არაჩვეულებრივი ფუმფულა არსებებით - ტოტოროებითაა დასახლებული. ისინი მათ მალევე დაუმეგობრდებიან. ზოგი მათგანი ვებერთელაა, ზოგიც მინიატურული, მაგრამ ყველას აქვს კეთილი გული და მაგიური ძალა.

ნიუ-იორკი, 1799 წ იჩაბოდ კრეინი, ახალგაზრდა პოლიციელი, გაგზავნილია მძინარე ჰოლოუში, რათა გამოიძიოს იდუმალი მკვლელობები. ყველა მსხვერპლი, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, უთავო მხედრის მახვილით იღუპება. მათ ყველა თავმოკვეთილი აქვთ და თავები წასული. კრეინმა უნდა დარწმუნდეს, რომ ეს არ არის ლეგენდა, არამედ საშინელი სიმართლე. აშკარა ხდება, რომ მკვლელი მოდის სხვა სამყაროდან, რომ ჯადოქრები და სხვა ბოროტი სულები მონაწილეობენ დანაშაულში. ცხენოსანს ტყვიით ვერ მოკლავს, ის ბრძოლით ამარცხებს ყველა გაბედულს. მაგრამ რა არის სისასტიკის მოტივები?