ნიუ-იორკი, 1936 წელი. კომპოზიტორი მარკ ბლიცშტეინი ახალ მიუზიკლზე მუშაობას ამთავრებს. მის დადგმას ცნობილი სკანდალური რეჟისორი ორსონ უელსი თაობს. მიუზიკლის თეატრში დადგმა ხელისუფლებამ აკრძალა, მსახიობებმა კი სცენების თამაში ქუჩაში, საპროტესტო გამოსვლებზე დაიწყეს.
1918 წელი. პირველი მსოფლიო ომი. ახალგაზრდა ამერიკელი რეპორტიორი – ერნესტ ჰემინგუეი, მიემგზავრება იტალიაში. ფრონტის ხაზზე ის ტყვიების ცეცხლში ხვდება და ჰოსპიტალში მოათავსებენ, სადაც ამერიკელ მედდას აგნესას გაიცნობს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. მალე აგნესა ფრონტის ხაზზე გადაჰყავთ.
ორი თურქი მეგობარი ცხოვრობს ბორბლებზე ნაყინის გაყიდვით და აქლემის ქირით. 1915 წელს მეგობრებმა, რომლებმაც შეიტყვეს, რომ ომი მათ მშობლიურ ქალაქში დაიწყო, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ფრონტზე ჭანაქალეში. თუმცა ხელისუფლება მათ კუნძულის დატოვების საშუალებას არ აძლევს. ამ დროს ავსტრალიაში იწყება პროპაგანდა თურქების წინააღმდეგ. ორი მეგობარი გაიგებს, რომ ბრიტანელებმა დაიწყეს ფლაერების დარიგება ავსტრალიაში ჯარისკაცების დასაკომპლექტებლად, ამიტომ ისინი გადაწყვეტენ იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის ავსტრალიაში.