1572 წლის 24 აგვისტოს ღამე, ცნობილი როგორც ბართლომეს ღამე. საფრანგეთში რელიგიური ომი მიდის. ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, მშვენიერი და ამაყი პრინცესა მარგო, კათოლიკური მეფის კარლ IX და, ცოლად პროტესტანტს გენრიხ ნავარსკის უნდა გაყვეს. ქორწილის მერე კი ბართლომეს ღამე მოხდა, რომელსაც სასტიკმა ეკატირინა მედიჩიმ გაუწია ორგანიზება.
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტორები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი.