განსაკუთრებული სირთულის სპეცოპერაციების განმანხორციებელი რაზმი ჯუნგლებშია გაგზავნილი. მამაცი ბიჭების დავალება - ექიმის მოძებნა და ტყვეობიდან განთავისუფლებაა. როდესაც ისინი პოულობენ საცოდავ ქალს ღმერთისგან დავიწყებულ სოფელში, აღმოჩნდება, რომ ოპერაციის მიმართულება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს: ექიმი განაცხადებს, რომ ჯუნგლებს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ სპეცრაზმი მასთან ერთად კიდევ 70 ლტოლვილს გაიყოლებს.

ქალაქ ტინენში, (ლუიზიანა) "შავი სერჟანტი" მოკლული იპოვნეს ადგილობრივ სამხედრო ბაზაში. შავკანიანი სამხედრო ადვოკატი, ვაშინგტონიდან გამოძიებაზე გააგზავნეს. კაპიტანმა დევენპორტმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ გაარკვიოს თუ ვინ მოკლა სერჟანტი უოტერსი სინამდვილეში.

გადამდგარი პოლკოვნიკი მატრიქსი მის 10 წლის გოგონასთან ერთად სოფელში ცხოვრობს. იმისათვის, რომ მატრიქსს ერთერთი ლათინოამერიკული ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლა აიძულონ, მის შვილს მოიტაცებენ. პოლკოვნიკს ძალიან ცოტა დრო აქვს ქალიშვილის გასათავისუფლებლად.

1991 წლის თებერვალი. მსოფლიო თვალს ადევნებს ომს სპარსეთის ყურეში. პოლკოვნიკი სერლინგი, სატანკო ქვედანაყოფის უფროსი, საშინელ შეცდომას დაუშვებს ღამის შეტევის დროს, რის შედეგადაც დაიღუპებიან ამერიკელი სამხედროები. უფროსობა გადაწყვეტს ეს საქმე არ გაახმაუროს და გააგზავნის სერლინგს სამუშაოდ პენტაგონში. მას დაავალებენ კაპიტან კარენ უოლდენის გადამოწმებას. გამოძიების დროს ის უამრავ ფაქტს აღმოაჩენს, რომლის გამოაშკარავება აშშ–ის სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესებში არ შედიოდა .

ბოსნიაში რიგითი მისიის დროს პილოტი კრის ბარეტი შემთხვევით ფოტოზე იმას აღბეჭდავს, რაც მას არ უნდა დაენახა და როდესაც მისი თვითმფრინავი მტრის ზურგში ჩამოვარდება , ის იძულებულია სერბების სასტიკ გენერალს გაექცეს და თავი გადაირჩინოს, რაშიც მისი მეთაური, საკუთარი კარიერის ფასად ეხმარება.

ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა. მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.

არსებობს ჭორები, რომ ზოგიერთი სამხედრო ტყვე ჯერ კიდევ ვიეტნამის ბანაკებშია და იქ არაადამიანურ პირობებში ატარებენ, სასტიკად ექსპლუატაციას უწევენ და აწამებენ. მთავრობა წყვეტს სიტუაციის გარკვევას და აგროვებს სპეციალურ კომისიას, რომელიც ვიეტნამში უნდა წავიდეს და ინსპექტირება ჩაატაროს. კომისიაში მოწვეულია ვიეტნამის ომის ვეტერანი პოლკოვნიკი ჯეიმს ბრედდოკი. თავად ჯეიმს ბრედდოკმა დალია მწუხარება ვიეტნამის ტყვეობაში, სადაც ის და სხვა ამერიკელი სამხედროების ჯგუფი იმყოფებოდნენ ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ 10 წლის განმავლობაში.