მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც მკვლელობების და გაუპატიურებების გამო, ციხეში ხვდება, სადაც მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მიზანი კი არის ჩაახშონ მისი სწრაფვა ძალადობისკენ.

ის, რასაც ასე ელოდნენ, მოხდა - დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი ხომალდები ამხელა და ამდენი იქნებოდა. მაგრამ აღტაცება და გაოცება საშინელებად გადაიქცევა, როდესაც კოსმოსური იარაღი ამოქმედდება და ქალაქებს ნანგრევებად აქცევს. გადარჩენილი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, რათა მტერს საერთო ძალებით შეუტიონ

ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივი ჯონ შაფტი დააკავებს ვოლტერ ვეიდ უმცროსს, რასისტულად მოტივირებული მკვლელობის ჩადენის გამო.მაგრამ ერთი მოწმე ქრება და ვეიდი შვეიცარიაში უჩინარდება.ორი წლის შემდეგ ის ბრუნდება რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს, დარწმუნებულია რა, რომ ფული და გავლენა გადაარჩენს,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოაკვლევინა თვითმხილველი.