1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.

დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?

სენატორობის კანდიდატს სასტუმროს დამლაგებელი შეუყვარდება,როცა მას მდიდარი ქალბატონის კაბაში გამოწყობილს იხილავს.

არც თუ ისე შორეულ მომავალში ემანუელი ხელმძღვანელობს ეროტიკულ-ტექნოლოგიურ ექსპერიმენტს. ის პოულობს მათ, ვისაც სურს შეიხედოს ვირტუალური რეალობის სამყაროში, სადაც რეალიზდება ადამიანის ყველაზე გაბედული და გულწრფელი სექსუალური ფანტაზიები, სადაც კომპიუტერი ქმნის ყველაზე უჩვეულო სურათებსა და სიტუაციებს. ვიღაცას უნდა ყურება, ვიღაცას კი - საკუთარი თავის დემონსტრირება... ორივე მზადაა მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს შეაღწიონ ქვეცნობიერის სამყაროში, ანუ ჭეშმარიტ ვნებებში.