მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს.

მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის, თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა.

თაღლითი პერის პიტმანი ათი წლით ციხეში აღმოჩნდება. მაგრამ იპოვის გზას შეამციროს სასჯელი დამალული სიმდიდრის დახმარებით. პიტმანი იწყებს მანიპულირებას იმ ადამიანებით, რომელთაც შეუძლიათ მას მიზნის განხორციელებაში, გაქცევაში დაეხმარონ.