დაქირავებული მკვლელი, რომელიც აგენტთან ერთად სამი წელი მუშაობდა, ერთ დღესაც პროფესიის მიტოვებას გადაწყვეტს. ღამის ჰოგკონგში ის უცნაურ ადამიანებს ხვდება, გოგონას, რომელიც უცნაურად გაუჩინარებულ შეყვარებულს ეძებს და მუნჯ გამყიდველს, რომელიც უცანური მეთოდებით ცდილობს მყიდველთა მიზიდვას.
ორი მარტოსული ადამიანის სიყვარულის ისტორია. გოგონა , რომელსაც უნდოდა გადამხტარიყო ხიდიდან სენაში და არც ისე ახალგაზრდა დანების მსროლელი მამაკაცი, რომელსაც თავისი წარმოდგენისათვის სჭირდებოდა ასისტენტი ქალი. ისინი როცა ერთად არიან მათ ყველაფერი კარგად გამოსდით, დაშორდებიან რა ერთმანეთს და უკვე აღარაფერი გამოსდით.
ახალგაზრდა სტუდენტებს ტომასს და არვიდს ძალიან მოსწონთ მუსიკა სვინგის სტილში. ეს კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი 1939 წლის ჰამბურგში ცხოვრობენ. ასე, რომ გატაცება მათ შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.