ფრანსუა მერლინი ჯაშუშური რომანების ავტორია, რომელმაც უკვე 42 რომანი დაწერა საიდუმლო აგენტ ბობ სენტ-კლერზე. ის მუდამ საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს რის გამოც ცოლმა მიატოვა, მაგრამ მისი რედაქტორი შარონი ყოველთვის უკმაყოფილოა მერლინის ნამუშევრებით და უფრო უკეთესს ითხოვს.

პოლიციელის ჯეი დიქსიტისა და მისი მეგობრის ალის თავგადასავალი გრძელდება. ამჯერად მათ უნდა დაიჭირონ საერთაშორისო ქურდი, რომელსაც უნიკალური ფასდაუდებელი ნივთების მოპარვით სურს ისტორიაში კვალი დატოვოს. ძარცვის შემდეგ ის თავის ნიშანს დანაშაულის ადგილზე ტოვებს. პოლიციას მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. მის დასაჭერად ჯეი ქურდ გოგონას უგზავნის მასთან. მაგრამ გრძნობები ამჯერად ჩაერია და როგორც ჩანს საქმე დაკარგულია...