როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა - მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა.
ალექსის ზორბას ამბავი, რომელთან შეხვედრაც სამუდამოდ ცვლის ინგლისელი მწერლის ცხოვრებას.
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.