მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.

ნიურნბერგში ნაცისტი დამნაშავეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განიხილება ადვოკატების საქმეები, რომლებიც ემსახურებოდნენ ნაცისტურ რეჟიმს. მთავარი ბრალდებული ცნობილი გერმანელი მოსამართლე ერნსტ იანინგია, რომელმაც გერმანიაში ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიაღწია პატივისცემას. საქმეს განიხილავს გამოცდილი ამერიკელი მოსამართლე დენ ჰეივუდი, რომელსაც მოუწევს ამ რთული და საკამათო საქმის დალაგება, რადგან საქმე ეხება არა იმდენად ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას, რამდენადაც ომის შემდგომი ცხოვრება და პატივი. მთელი გერმანელი ხალხის.

ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში.ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანი მიხედვით. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი

იაპონელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცები და მათი პოლკოვნიკი ნიკოლსონი იძულებულები არიან ბირმაში მდინარე კვაიზე, ხიდი ააშენონ.

ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება.

ამ დიდებულ ეპიკურ ფილმში ნეითენ ალგრენი ამერიკელია, რომელიც იაპონელებმა, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თანამედროვე ომის ხელოვნების სწავლებისთვის დაიქირავეს, რომლის დროსაც ალგრენი სამურაებისგან პატივისცემისა და ღირსების პრინციპებს სწავლობს. მოდერნიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის დანერგვის მიზნით ალგრენს სამურაების ცხოვრების სტილის მოსპობას აიძულებენ ,მაგრამ ის გადაწყვიტავს თვითონვე გახდეს უკანასკნელი მებრძოლი, და სამურაების გადასარჩენად იბრძოლოს.

ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!

ფილმი " კუდის ქიცინი" ეს არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ.